16 სექტემბრის სხდომის შედეგი

16 სექტემბერი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015091616025470007.JPG

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 16 სექტემბრის სხდომაზე ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 39 შუამდგომლობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
დავები განიხილებოდა სს „თელასისა“ და შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წინააღმდეგ.

აღნიშნულ საკითხთა უმეტესობა სს „თელასსა“ და მოქალაქეებს შორის არსებულ ხანდაზმულ და უსაფუძვლოდ დარიცხული დავლიანებების ჩამოწერას ეხებოდა. 
ასევე დადებითად დასრულდა დავები შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წინააღმდეგ, რომელიც ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის დადგენილი საფასურის განახევრებას, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს გაუქმებასა და ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერას აეხებოდა.

საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობით მოქალაქეებისათვის ჩამოწერილმა თანხამ ჯამში 78 300,96 ლარი შეადგინა.