11 სექტემბრის სხდომის შედეგი
11 სექტემბერი, 2015
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 11 სექტემბრის სხდომაზე ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 17 შუამდგომლობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
აღნიშნული საკითხები სს „თელასსა“ და მოქალაქეებს შორის არსებულ ხანდაზმულ დავალიანებებს ეხებოდა.
მოქალაქეებისათვის ჩამოწერილმა თანხამ 61 593.44 ლარი შეადგინა.
დღესვე საზოგადოებრივი დამცველი პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის“ მიერ გამართულ ბრიფინგს ესწრებოდა, სადაც ხანდაზმული დავალიანების პრობლემაზე იყო საუბარი. სალომე ვარდიაშვილმა კიდე ერთხელ განმარტა, რომ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებები ექვემდებარება ჩამოწერას და მომხმარებლებმა აღნიშნული მოთხოვნით უნდა მიმართონ ენერგოომბუდსმენის აპარატს.