სამუშაო შეხვედრა სს „თელასის“ წარმომადგენლებთან

12 ნოემბერი, 2025
http://pdci.ge/res/images/images/2025111217093360018.jpg

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახურში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სს „თელასის“ წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა მოქალაქეთა მიმართ ზედმეტად დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული სადავო საკითხები. მხარეებმა იმსჯელეს აღნიშნული შემთხვევების შესწავლის მიმდინარეობასა და შესაბამის სამართლებრივ რეგულირებაზე, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას.

ენერგოომბუდსმენის სამსახური განაგრძობს აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას და მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე ახორციელებს საქმის შესწავლას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.