ენერგოომბუდსმენის სამსახური აგრძელებს ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების საკითხებზე აქტიურ მუშაობას
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს 2025 წლის შემოდგომა–ზამთრის სეზონისთვის
მოსახლეობის ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების საკითხებზე აქტიურ მუშაობას.
ენერგოომბუდსმენის სამსახურში გაიმართა სამუშაო შეხვედრა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა ბუნებრივი გაზის ქსელების შემოწმების მიმდინარეობა, ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
საჭირო ღონისძიებები.
კერძოდ, საუბარი შეეხო 2025 წლის გეგმიურ შემოწმებებში არსებულ მონაცემებს, მათ შორის:
- აბონენტთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით;
- შემოწმებების მიმდინარეობას და დაბრკოლებებს;
- აღმოჩენილ ტექნიკურ ხარვეზებსა და დარღვევებს;
დარღვევების აღმოფხვრისა და გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევებს.
შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა და აღინიშნა, რომ მომხმარებელთა ქსელის შემოწმება ხორციელდება ინტენსიურად, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების ხარისხის ამაღლებას.


