ენერგოომბუდსმენის ვიზიტი ''თბილისი ენერჯში''

5 ნოემბერი, 2025
http://pdci.ge/res/images/images/2025110513373310263.jpg

      მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის (ენერგოომბუდსმენის) წარმომადგენლებმა სამუშაო ვიზიტი განახორციელეს კომპანია „თბილისი ენერჯიში“.

შეხვედრის მიზანი იყო მოქალაქეთა მიმართვებით გამოკვეთილი საკითხების განხილვა, ბუნებრივი გაზის მიწოდების სექტორში არსებული გამოწვევების შეფასება და თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესება.

ვიზიტის ფარგლებში ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო სესიებში, სადაც განიხილეს უსაფრთხოების, სერვისის ხარისხისა და მოქალაქეთა ინფორმირების თემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაზის მიწოდების პროცესში მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ინციდენტების პრევენციულ მართვას.

ვიზიტისას ენერგოომბუდსმენის სამსახურმა  ადგილზე დაათვალიერა მეტროლოგიური ლაბორატორია, სადაც ტარდება გაზმზომველების შემოწმება და კალიბრაცია, ასევე სიმულაციური სასწავლო ცენტრი, სადაც თანამშრომლები გადიან პრაქტიკულ სწავლებას და ეუფლებიან უსაფრთხოების სტანდარტებსა და რეაგირების წესებს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ „თბილისი ენერჯის“  გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე,კომერციული დირექტორი ედიშერ ხორავა, დირექტორი ტექნიკურ საკითხებში-გიორგი გოგინაშვილი და დირექტორი ადმინისტრაციულ საკითხებში- ირმა არევაძე. 

მხარეებმა განიხილეს მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო ერთობლივი ნაბიჯები მოქალაქეთა უფლებების დაცვისა და სერვისის ხარისხის ამაღლების მიზნით.

ენერგოომბუდსმენის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა, აღნიშნა, რომ ასეთი ფორმატის სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული მომსახურების განვითარებაში:

„მნიშვნელოვანია ენერგოკომპანიებთან სისტემური დიალოგი, რათა დროულად იქნას მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მომხმარებელთა უსაფრთხოებასა და უფლებების დაცვას ემსახურება,“ — განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

ენერგოომბუდსმენის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს ენერგოკომპანიებთან თანამშრომლობას, რათა მოქალაქეთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება და მათი უფლებების დაცვა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს.