ენერგოომბუდსმენის სამსახური აგრძელებს რეგიონულ შეხვედრებს

3 ნოემბერი, 2025
http://pdci.ge/res/images/images/2025110313164589266.png

          ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი და მისი გუნდი სამუშაო ვიზიტით შიდა ქართლში იმყოფებოდნენ, სადაც სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული ენერგეტიკული გამოწვევები და მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილეს.

ნინო გულეიშვილმა ისაუბრა ენერგოომბუდსმენის სამსახურის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო ინიციატივებზე, რომლებიც ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების სფეროებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია არსებულ გამოწვევებზე. ასევე, შეათანხმეს შემდეგი სამუშაო ვიზიტების გეგმა, რათა ადგილობრივ დონეზე მოხდეს მომხმარებელთა მხარდაჭერა_ მათ საჭიროებებსა თუ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება.

ენერგოომბუდსმენის სამსახური მომავალშიც გეგმავს რეგიონებში მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრებს — მათი უფლებების დაცვისა და სამართლიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.