ენერგოომბუდსმენი 27 აგვისტოს სხდომას დაესწრო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 27 აგვისტოს სხდომაზე სს „თელასის“ მიერ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მიზნით წარმოდგენილი სატარიფო განაცხადით გათვალისწინებული 2015-2016 წლების საინვესტიციო გეგმის შეთანხმების შესახებ მსჯელობდა.
აღნიშნულ სხდომას ენერგოომბუდსმენი ესწრებოდა, სალომე ვარდიაშვილმა დასვა შეკითხვები, გამოთქვა მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ კვლავ აქტიურად მიიღებს მონაწილეობას სს“თელასის“ სატარიფო განაცხადის სამუშაო პროცესებში. აღსანიშნავია, რომ ენერგოომბუდსმენის რეკომენდაცია, ერთ-ერთ კომპონენტთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა, რაც დადებითად აისახება მომხმარებლებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ამასთანავე საზოგადოებრივმა დამცველმა კომისიას სს „თელასსა“ და მოქალაქე ა.კ.-ს შორის არსებული სადავო საკითხი წარუდგინა, რომელიც ხანდაზმულ დავალიანებას ეხებოდა. კომისიამ დააკმაყოფილა ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობა და მოქალაქეს ჩამოაწერა დავალიანება 352,17 ლარის ოდენობით.