სამუშაო შეხვედრა შპს „თელმიკოსთან“

10 ოქტომბერი, 2025
http://pdci.ge/res/images/images/2025101016555056066.jpg

ენერგოომბუდსმენის სამსახური აგრძელებს თანამშრომლობას კომპანიებსა და მოქალაქეებთან სამართლიანი და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად

ენერგოომბუდსმენის სამსახურის ორგანიზებით  სამუშაო შეხვედრა გაიმართა შპს „თელმიკოს“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომხმარებელთა ძირითად პრეტენზიებსა და იმ საკითხებს, რომლებზეც მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიმართავენ კომპანიას.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოწყვლად მომხმარებლებს და მათთვის მიწოდების მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობებს.

მხარეებმა განიხილეს პრაქტიკული გზები, რომლებიც ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის ამაღლებას, მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდას და პრობლემებზე უფრო სწრაფ რეაგირებას.

ენერგოომბუდსმენის სამსახური განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ენერგეტიკის სექტორის კომპანიებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და სისტემური გაუმჯობესება მომსახურების მიწოდების ყველა ეტაპზე.