სამუშაო შეხვედრა წყალმომარაგების საკითხებზე

8 ოქტომბერი, 2025
http://pdci.ge/res/images/images/2025100817043637896.jpg

                                                                                                               

ენერგოომბუდსმენის სამსახური აგრძელებს თანამშრომლობას კომპანიებსა და მოქალაქეებთან სამართლიანი და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად

ენერგოომბუდსმენის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მოქალაქეები.

შეხვედრის მიზანი იყო არსებული პრობლემების განხილვა, მათ შორის:

• სასმელი წყლის არასტაბილური მომარაგება და ხშირი წყვეტა;

• წყალმომარაგების ქსელის გაუმართაობა და ამ პრობლემების შედეგები მოსახლეობისთვის.

ენერგოომბუდსმენის სამსახურის მონაწილეობითა და ჩართულობით, რიგი საკითხები მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა. კომპანია განახორციელებს შესაბამის ტექნიკურ სამუშაოებს, რაც ხელს შეუწყობს:

• სასმელი წყლის უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფას;

• წყალარინების ქსელის გაუმართაობის აღმოფხვრას;

• მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

ენერგოომბუდსმენის სამსახური აქტიურად იყენებს მედიაციას, რაც საშუალებას იძლევა კომპანიებსა და მოქალაქეებს შორის არსებული საკითხები გადაიჭრას შეთანხმებისა და თანამშრომლობის გზით. სამსახური აგრძელებს თანამშრომლობას როგორც წყალმომარაგების კომპანიებთან, ისე მოქალაქეებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი, ხარისხიანი და უსაფრთხო მომსახურება ყველა მომხმარებლისთვის.