აფეთქება ლოტკის დასახლებაში – ენერგოომბუდსმენის გაფრთხილება მოსახლეობას

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა 24 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ლოტკინის დასახლებაში (სამღერეთის ქუჩა №21) მომხდარი აფეთქების შესახებ. შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში. რამდენიმე საათის შემდეგ, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღაზიაში მოხდა მეორე აფეთქება, რასაც მოჰყვა ნგრევა და დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. აფეთქების სავარაუდო მიზეზად დასახელდა ბუნებრივი გაზის დაგროვება.
ენერგოომბუდსმენის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, არ გამოიყენონ კუსტარულად დამონტაჟებული, განსაკუთრებით ღია წვის კამერიანი დანადგარები, რადგან ისინი საფრთხეს უქმნის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მოქალაქეებმა უნდა მიმართონ მხოლოდ სპეციალისტებს, მოითხოვონ დანადგარების შემოწმება და ყოველწლიურად უზრუნველყონ ქსელისა და მოწყობილობების ტექნიკური ინსპექცია.
გაზის სუნის, გაჟონვის ან სხვა საეჭვო გარემოებების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ მომსახურე კომპანიის ცხელ ხაზზე.