ნინო გულეიშვილმა საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარა
8 ივლისი, 2025
სემეკის მიერ დაფუძნებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში პროექტის „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა გაიმართა, სადაც ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა, ტრენინგი ჩაატარა თემაზე – „კომუნალური მომსახურეობის სფეროში მომხარებელთა უფლებების შესახებ“.
ნინო გულეიშვილმა მოსწავლეებს გააცნო ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებელთა უფლებები, მათი დაცვის ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი მექანიზმები.
ტრენინგის ფარგლებში, მოსწავლეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია ენერგოომბუდსმენის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. მოსწავლეებმა ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, ტრენინგი კითხვა-პასუხის ფორმატში დასრულდა.
ღონისძიება ხელს უწყობს ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და ენერგოსექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაცნობას.