მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი ტყიბულის და თერჯოლის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

27 მაისი, 2025
http://pdci.ge/res/images/images/2025052716324283178.jpg

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინოგულეიშვილი, ტყიბულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში შეხვდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფლების წარმომადგენლებს. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ადგილობრივების პრობლემების და საჭიროებების მოსმენა  კომუნალურ  მომსახურეობასთან (ელექტრონერგია, ბუნებრივი გაზი და წყალმომარაგება) დაკავშირებით.  ნინო გულეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ენერგოომბუდსმენის  სამსახურის ფუნქციები და საქმიანობის სფერო.

მან აღნიშნა, რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი და სტაბილური მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში, დაიცვას საკუთარი უფლებები.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ პრობლემებზე, რომლებიც კომუნალური კომპანიების მხრიდან ხშირ შემთხვევაში სისტემური ხასიათისაა — მათ შორის არის მომსახურების დაბალი ხარისხი, დაგვიანებული რეაგირება და მომხმარებელთა არასაკმარისი ინფორმირება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მერიის წარმომადგენლების მიერ წარდგენილ ინფორმაციას: თითოეულმა მათგანმა დეტალურად აღწერა, რა პრობლემებია სოფლებში კომუნალურ სერვისებთან დაკავშირებით. მათ მოიტანეს ფოტო მასალაც, რომელიც ნათლად აჩვენებდა დაზიანებულ ინფრასტრუქტურას და სხვა ხარვეზებს.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს რეგიონებში გასვლით შეხვედრებს, რათა ადგილზე გაეცნოს მოქალაქეთა საჭიროებებს და ხელი შეუწყოს მათი პრობლემების დროულად და ეფექტურად მოგვარებას.