ენერგოომბუდსმენის სამსახური საქართველოს ყრუთა კავშირს ესტუმრა
15 მაისი, 2025

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა (ენერგოომბუდსმენმა) , ნინო გულეიშვილმა შეხვედრა გამართა „საქართველოს ყრუთა კავშირში“.
ნინო გულეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მომხმარებელთა უფლებების დამცველის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და მათგან მოისმინა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვევები. შეხვედრის მონაწილეების მიერ ყურადღება გამახვილდა კომუნალური კომპანიების მხრიდან სისტემური დარღვევებზე.