ნინო გულეიშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

19 სექტემბერი, 2024
http://pdci.ge/res/images/images/2024080116525149880.jpg
       ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი  დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
      ნინო გულეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მომხმარებელთა უფლებების დამცველის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და მათგან მოისმინა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვევები.
      შეხვედრის მონაწილეების მიერ ყურადღება გამახვილდა კომუნალური კომპანიების მხრიდან სისტემური დარღვევებზე და ელექტროენერგიის კომერციული ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ გაუმართავი ქსელები, ამორტიზირებული ბოძები, რაც იწვევს ელ.ენერგიის ხშირ წყვეტას და არასტაბილური დენის მიწოდებას, რის გამოც მოსახლეობა არის გაუსაძლის მდგომარეობაში.
     ენერგოომბუდსმენის სამსახურმა დაიწყო საქმის წარმოება აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით.
დასაბუთებული რეკომენდაციით მიმართა კომპანიას, რომ ჩაატარონ შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა გააუმჯობესდეს მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი.
    სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს პერიოდულად მონიტორინგს  გაუწევს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური.