სოფელ მარტყოფში ბუნებრივი გაზის ტარიფი უცვლელი რჩება
1 აგვისტო, 2024
სოფელ მარტყოფში მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ.
სემეკის გადაწყვეტილებით შპს “სოკარ ჯორჯია გაზი” გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებას მომხმარებლებისათვის ტარიფის გაზრდის გარეშე განახორციელებს.
სოფელ მარტყოფში გაზმომარაგების პრობლემების გამო სემეკის მიერ გაუქმდა შპს “აკრიან- 2006 “-ზე გაცემული ლიცენზია, რადგან კომპანია წლების მანძილზე უხეშად არღვევდა უსაფრთხოების სტანდარტებს და არ უზრუნველყოფდა ქსელის მოვლა-პატრონობას, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.
კომისიის გადაწყვეტილებით შპს “სოკარ ჯორჯია გაზს” დაევალა სოფელ მარტყოფის, აბონენტთა გაზმომარაგება.
ამასთან კომპანია უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას.
სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება.