საზოგადიებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი სტუმრად BMG • ბიემჯი ზე
24 ივლისი, 2024
https://bm.ge/news/gazis-chkviani-mritskhvelebis-damontazheba-savaldebulo-khdeba
ყველა თვითმმართველ ქალაქში 2024 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ შეტანილი განაცხადის საფუძველზე ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველი უნდა მოეწყოს. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ვადად 2025 წლის 1-ელი ივლისი განისაზღვრა. ცვლილებები ყველა ახალ აშენებულ შენობას შეეხება. მრიცხველის მოწყობის მსურველმა წერილობით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიანტს. განაცხადის წარდგენამდე ჭკვიანი მრიცხველის საფასურის ნახევარი მსურველმა წინასწარ უნდა გადაიხადოს, დანარჩენი კი დამონტაჟებიდან 10 დღის ვადაში.