ნინო გულეიშვილი შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების სისტემის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
20 ივნისი, 2024
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი წყალმომარაგების სისტემის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მან შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებისაგან მიიღო დეტალური ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
კომპანიის მიერ მოწოდებული ბოლო მონაცემებით, წყალმომარაგება 40 000 აბონენტს აღუდგა, ხოლო 60 000 აბონენტი კვლავ სპეციალური რეჟიმით მარაგდება.
მომხმარებელთა ინტერესების დამცველი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს კომპანიის მიერ გაწეულ სამუშაოებზე.