ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

18 ივნისი, 2024
http://pdci.ge/res/images/images/2024061816303882116.jpg

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობისა და  სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ნინო გულეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მომხმარებელთა უფლებების დამცველის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და მათგან მოისმინა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და   წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვევები.   

            შეხვედრის მონაწილეების მიერ ყურადღება გამახვილდა კომუნალური კომპანიების მხრიდან სისტემურ დარღვევებზე.

ნინო გულეიშვილის ინიციატივით, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კომუნალური კომპანიების მონიტორინგის მიზნით, დაიგეგმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  მომხმარებელთა ინტერესების დამცველის წარმომადგენლის ყოველკვირეული ვიზიტი.  იგი ადგილზე გაეცნობა მომხმარებლების პრობლემებს, გაუწევს სამართლებრივ კონსულტაციებს და დაეხმარება მათ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში.