საქართველოს ენერგოომბუდსმენის სამსახური საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის“ (NEON) სრულუფლებიანი წევრი გახდა.

4 დეკემბერი, 2020
http://pdci.ge/res/images/images/2020120413250549093.jpg
საქართველოს ენერგოომბუდსმენის სამსახური საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის“ (NEON) სრულუფლებიანი წევრი გახდა.
NEON ბელგიის კანონმდებლობისა და ევროკავშირში მოქმედი წესების საფუძველზე შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ევროპული ქვეყნის უფლებადამცველ სამსახურებს, რომლებიც ეროვნულ დონეზე ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორის მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად ფუნქციონირებს. თავდაპირევლად, ორგანიზაციის წევრად დაიშვებოდა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა საქართველოს აქტიური მონაწილეობის შედეგად, ორგანიზაციამ შეცვალა წესდების პუნქტები და საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი დაუშვეს ასოცირებილ წევრად, რაც სალომე ვარდიაშვილის უშუალო ჩართულობის და აქტივობის შედეგი იყო 2018 წლის პარიზის გენერალურ შეხვედრაზე.
დღეს, 2 დეკემბერს გაიმართა „ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის“ NEON რიგით მეორე დისტანციური გენერალური სხდომა, სადაც იმსჯელეს 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაზე, ორგანიზაციის პირველი 6 თვის აქტივობებზე და წესდებაში შესატან ცვლილებებზე. ორგანიზაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი წევრობის სტატუსის მინიჭების შესახებ წარმოდგენილ პაკეტს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაცვლად, NEON სრულუფლებიანი წევრის სტატუსის უფლებამოსილება მიენიჭება ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, რაც უდაოდ წინგადადგმული და სასიხარულო სიახლიე როგორც საქართველოს ენერგოომბუდსმენის სამსახურისთვის, ასევე წარმატებულია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროპული მისწრაფებების განვითარების საქმეში.
აღნიშნული ცვლილების საფუძველზე საქართველოს ენერგომბუდსმენის სამსახური „ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის“ NEON სრულუფლებიანი წევრი გახდა. 2021 წლის გენერალურ შეხვედრებზე საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი ისარგებლებს ხმის უფლებით და ორგანიზაციის ადმნისტრაციული ორგანოში თანამდებობის დაკავებას შეძლებს.