ენერგოომბუდსმენის სპეციალური განცხადება ელექტრონული პლატფორმის შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ენერგეტიკის სექტორის მომხმარებლებს კომუნალური გადასახადები ბიუჯეტიდან დაუსუბსიდირდა. ასეთი მომხმარებლების რაოდენობა კი ჯამში 2 მილიონს აღწევს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ონლაინ პლატფორმის შექმნა დაევალა, რომლის მიხედვით, ყველა აბონენტი შეუფერხებლად შეძლებს, უარი თქვას სუბსიდიის მიღებაზე, თუკი ასეთი საჭიროება მას არ აქვს. სუბსიდიაზე უარის თქმის ელექტრონული პლატფორმა უკვე ჩართულია და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია მარეგულირებელი კომისის ოფიცილურ ვებ.გვერდზე www.gnerc.org. ენერგოომბუდსმენი მადლობას უხდის ყველა მომხმარებელს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის, ვინაიდან თითოეული დაბრუნებული თეთრი კვლავაც წარიმართება იმ მოქალაქეთა დასახმარებლად, ვინც რეალურად საჭიროებს თანადგომას.