ენერგოომბუდსმენის სპეცილაური განცხადება კომუნალური გადასახადების შეღავათების თაობაზე
მთავრობის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის აბონენტებისთვის შეღავათები დაწესდა. სრულად დაიფარება ელექტროენერგიის დავალიანება იმ აბონენტებისთვის, რომლებმაც 200 კილოვატი და უფრო ნაკლები მოიხმარა თვის განმავლობაში და აგრეთვე 200 კუბური მეტრი და უფრო ნაკლები დანახარჯი ჰქონდა გაზზე. სუბსიდირება შეეხო წყალმომარაგების და დასუფთავების მომსახურებასაც. არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, არაერთი მოქალაქე დარჩა სამსახურის და შემოსავლის გარეშე, შესაბამისად მომხმარებლები ვეღარ ახერხებდნენ პერიოდული ვალდებულებების შესრულებას და კომუნალური გადასახადების დაფარვას.
ენერგოომბუდსმენის სამსახურში ყოველდღიურად ფიქსირდებოდა ზარები გადასახადების გადავადებისა და შეღავათების დაწესების თხოვნით.
მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების დაფარვასთან დაკავშირებით.
წარმოდგენილი პაკეტი სრულად მოიცავს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს და აგრეთვე საშუალო რგოლის მომხმარებლებს, რაც დადებითად აისახება მათ უფლებებზე.
ენერგოომბუდსმენის სამსახური მზად არის მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია მომხმარებლებს, როგორც სატელეფონო კონტაქტის, აგრეთვე, სოციალური ქსელის დახმარებით.