შეხვედრა სოფელ კრწანისში
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომლები სოფელ კრწანისში იმყოფებოდნენ წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვის მიზნით. შეხვედრა თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და კრწანისის გამგეობის ინიციატივით განხორციელდა, სადაც თავი მოიყარა ადგილობრივმა მოსახლეობამ და დაწვრილებით ისაუბრეს როგორც ტექნიკურ პრობლემებზე, რომელიც წყალმომარაგების სექტორში არსებობს, ასევე ხანდაზმულ დავალიანებებზე.
გამოიკვეთა, რომ სოფელ კრწანისის ცენტრალურ უბნებში ინფრასტრუქტურა საკმაოდ მოძველებულია, შესაბამისად მომხმარებლებს სათანადო მომსახურება ვერ მიეწოდებათ. სასმელი წყლის სისტემაში არსებული არასათანადო დაწნევის გამო მოსახლეობა იძულებულია გამოიყენოს დაწნევის გამაძლიერებელი ტუმბოები.
გარდა ამის არსებობს ხანდაზმული დავალიანებები რომელსაც ენერგოომბუდსმენის აპარატი ინდივიდუალურად განიხილავს.