2020 წლის 5 მარტის სხდომის შედეგი
ენერგოომბუდსმენის სამსახურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები სემეკის 2020 წლის 5 მარტის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა სს“თელასის“, შპს“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და შპს “ბათუმის წყალის“ მიმართ არსებული ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ძირითადი საკითხები ეხებოდა შპს „ბათუმის წყალს“ და მოქალაქეებს შორის არსებულ დავებს. ქ. ბათუმში სასმელი წყლის ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერის საკითხი კვლავ აქტუალურია, შესაბამისად ენერგოომბუდსმენის სამსახური ადგოლობრივ მოსახლეობას მომართვიანობისაკენ მოუწოდებს.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლების პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოწერილმა და დაკორექტირებულმა თანხამ 75 541,09 ლარი შეადგინა.