შეხვედრა ქ. გორში

14 თებერვალი, 2020
http://pdci.ge/res/images/images/2020021416590525192.jpg

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ქ. გორში მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებს შეხვდა.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა.

სალომე ვარდიაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ე.წ. წყლის ჰიბრიდული ტარიფის და გაზის ტარიფის რეგულაციების შესახებ, რაც ინტერესის ძირითად თემას წარმოადგენდა  მცირე მეწარმეებისთვის.   მომხმარებლებმა ისაუბრეს ჰიბრიდული ტარიფის ნორმების დარღვევებზე და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ არასათანადო ქმედებებზე. დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნული რეგულაციის ცვლილებებთანდაკავშირებით. მოქალაქეებმა ოფიციალური განცხადებითაც მიმართეს ენერგოომბუდსმენს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს.

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს მიმართოს ენერგოომბუდსმენის აპარატს განცხადებით, ასევე სამართლებრივი კონსულტაციების მისაღებად. ენერგოომბუუდსმენის სამსახურის ნებისმიერი მომსახურება უსასყიდლოა.