ენერგოომბუდსმენი უსაფრთხოების კამპანიაში მონაწილეობს

12 თებერვალი, 2020
http://pdci.ge/res/images/images/2020021213233711520.jpg

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან, დავით ნარმანიასთან ერთად ჩუღურეთის რაიონში შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ ორგანიზებულ უსაფრთხოების კამპანიას დაესწრო.

კამპანიის ფარგლემბში სალომე ვარდიაშვილი და დავით ნარმანია კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად შეხვდნენ მოსახლეობას და უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, თბილისი ენერჯი აქციის გაგრძელებას გეგმავს თბილისის სკოლებში.

ენერგოომბუდსმენი მიესალმება და უერთდება წამოწყებულ კამპანიას და მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის ღონისძიებები წარმოადგენს მნიშვნელოვან პრევენციას ფატალური შემთხევევების არიდებისთვის და მიზნად ისახავს მოქალაქეებში სამომხმარებლო ცოდნის ამაღლებას.