მრგვალი მაგიდა წყლის ჰიბრიდულ ტარიფთან დაკავშირებით
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ქ. ზუგდიდში მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებს შეხვდა.
შეხვედრა „მოძრავი ოფისის“ აქციის ფარგლებში დაიგეგმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის (DMO) ორგანიზაციის მოწვევით.
მრგავლი მაგიდის ფორმატში სალომე ვარდიაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ე.წ. წყლის ჰიბრიდული ტარიფის და გაზის ტარიფის რეგულაციების შესახებ, რაც ინტერესის ძირითად თემას წარმოადგენდა მცირე მეწარმეებისთვის. ამავდროულად მომხმარებლებმა ისაუბრეს ქალაქში არსებულ პრობლემებზე და დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები წყლის ტარიფის ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით.
აქცია „მოძრავი ოფისი“ აქტიურად გაგრძელდება 2020 წელს სხვადასხვა რეგიონში და მიმდინარე პრეტენზიების განხილვასთან ერთად მიიღებს საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათს, რომელიც სხვა თემებთან ერთად მოიცავს ჰიბრიდული ტარიფის განმარტების საკითხსაც.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს მიმართოს ენერგოომბუდსმენის აპარატს განცხადებით, ასევე სამართლებრივი კონსულტაციების მისაღებად. ენერგოომბუუდსმენის სამსახურის ნებისმიერი მომსახურება უსასყიდლოა.