შეხვედრა დაბა ბაკურიანში
13 დეკემბერი, 2019
ენერგოომბუდსმენის აქცია „მოძრავი ოფისი“ დაბა ბაკურიანში გაგრძელდა. სალომე ვარდიაშვილმა მოქალაქეები საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში მიიღო. შეხვეედრაში მონაწილეობას იღებდნენ ბაკურიანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებიც. მოქალაქეებმა კონსულტაციების გავლის შედეგად ინდივიდუალურად დაწერეს განცხადებები მათვთვის საინტერესო საკითხებზე და პირადად ენერგოომბუდსმენისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში.