აქცია ''მოძრავი ოფისი'' გომში
28 ნოემბერი, 2019
ენერგოომბუდსმენის აპარატი აქცია ,,მოძრავი ოფისის” ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტს ეწვია და სოფელ გომის საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს სამართლებრივი კონსულტაციები გაუწია.
დღესვე, გომში ენერგოომბუდსმენთან შეხვედრის მიზნით, შეიკრიბნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გია გურასპაშვილი, რომელმაც სალომე ვარდიაშვილთან ლოკალური პრობლემები განიხილა.
აქცია ,,მოძრავი ოფისი” ხვალ 29 ნოემბერს ქარელის მუნიციპლიტეტში გაგრძელდება.