21 ნოემბრის სხდომის შედეგი
ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები სემეკის 2019 წლის 21 ნოემბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“ მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის და კორექტირების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ერთ საკითხთან მიმართებაში კონკრეტულად მოქალაქე ხ.გ. საქმესთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა სს „თელასის“ ინიციატივით, რომელმაც განაცხადა, რომ მომხმარებლის მოთხოვნა დააკმაყოფილა ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციის საფუძველზე. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კარგ მაგალითს ყველა ლიცენზიატი კომპანიისთვის, ვინაიდან მედიატორული საქმიანობის შედეგად დავების დასრულება ზოგავს როგორც დროს, ასევე ადამიანურ რესურს. რაც შეეხება, მოქალაქე დ.გ.-ს საქმეს ენერგოომბუდსმენის შუამგდომლობის საფუძველზე მას 3 179,53 ლარი ჩამოეწერა.
ამავდროულად ენერგოომბუდსმენმა მონაწილეობა მიიღო ბაკურიანში მდებარე კომპლექსის „ვილა მონტეს“ მესაკუთრეთა პრეტენზიის განხილვაში, სადაც სალომე ვარდიაშვილი სრულად წამოადგენდა მომხმარებელთა ინტერსებს. „ვილა მონტეს“ მესაკუთრეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და წყალმომარაგების უსაფუძვლოდ შეზღუდვას შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მხრიდან ადგილი აღარ ექნება. კომპანია ასევე გააფრთხილეს სემეკის მიერ დადგენილი წესების დარღვევისთვის.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებისთვის პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოწერილმა და დაკორექტირებულმა თანხამ ჯამში 3767,03 ლარი შეადგინა.