გაზის უსაგრთხოება ''გაუფრთხილდი სიცოცხლეს''
უსაფრთხოების კამპანია ,, გაუფრთხილდი სიცოცხლეს" მიმდინარე წლის 15 ნოემბერს ისნის რაიონში გაიმართა. აქციის ფარგლებში, მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურები გადაეცა, სადაც მითითებულია მინიმალური რჩევები და რეკომენდაციები გაზის დანადგარების ექსპლუატაციისა და გაზით გამოწვეული საშიშროების პრევენციის შესახებ.
შეხვედრა ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილისა და თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.
აქცია თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი ტეპუტატის, ნინო ლაცაბიძის ბიუროში ჩატარდა, სადაც მოწვეული იყო სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა. შეხვედრა ღიაა იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა მოსახლეობას პირადად გააცნო ყველა სავალდებულო რეკომენდაციები.
აქციაში „გაუფრთხილდი სიცოცხლეს“ მონაწილეობა შპს „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებმაც მიიღეს.