29 ოქტომბრის სხდომის შედეგი
29 ოქტომბერი, 2019
ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 42 შუამდგომლობა სემეკის 2019 წლის 29 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს „თბილისი ენერჯის“ შპს“სოკარ ჯორჯია გაზის“, და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმართ ხანდაზმული და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის და კორექტირების შესახებ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებისთვის პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოწერილმა და დაკორექტირებულმა თანხამ 54 114,81 ლარი შეადგინა.