სამუშაო შეხვედრა

3 ოქტომბერი, 2019
http://pdci.ge/res/images/images/2019100310555067102.jpg

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარიაშვილი დაძმობილების (Twining) პროექტის ჭკვიანი აღრიცხვის კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებს დაესწრო, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს ეხებოდა. გაცნობითი შეხვედრა შედგა ავსტრიის ენერგო მარეგულირებლის მომხმარებელთა საქმეების დეპარტამენტის დირექტორთან.
სალომე ვარდიაშვილმა უცხოელ კოლეგას საკუთარ ოფისში უმასპინძლა. ქრისტინა ვეიგლ-გუთანმა სალომე ვარდიაშვილს ავსტრიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საუკეთესო პრაკტიკა და გამოცდილება გააცნო, ისაუბრეს სამსახურის სტრუქტურაზე და კანონით დადგენილ უფლებამოსილებებზე.

ენერგოომბუდსმენის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებაა საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა, რის გამოც მჭიდრო თანამშრომლობა დამყარდება ავსტრიის ენერგომარეგულირებლის მომხმარებელთა საქმეების სამსახურთან.