სალომე ვარდიაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მისაქციელში შპს “ალფა პეტის” საწარმო მოინახულა.
30 სექტემბერი, 2019
სალომე ვარდიაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მისაქციელში შპს “ალფა პეტის” საწარმო მოინახულა.
შპს “ალფა პეტის” ძირითადი მიმართულებაა პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების წარმოება და მისი მომხმარებლები ადგილობრივ ბაზარზე უმსხვილესი კომპანიები არიან.
მიმდინარე წლის სექტემბერში შპს “ალფა პეტმა” განცხადებით მიმართა ენერგოომბუდსმენის აპარატს, რომლის მიხედვითაც მოითხოვდა ელექტროენერგიის სათანადო ხარისხით მიწოდებას და მომსახურების გაუმჯობესებას.
ენერგოომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა შპს “ენერგო-პრო ჯორჯიას”, რის საფუძველზეც დროულად განხორციელდა ტექნიკური სამუშაოები და დღეისათვის საწარმო მუშაობს შეუფერხებლად