ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი სემეკის საჯარო სხდომას ესწრებოდა
31 ივლისი, 2015
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 31 ივლისის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სს „თელასის“ სატარიფო განაცხადთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. წინადადებებისა და შენიშვნების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 31 აგვისტო, ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად - 2015 წლის 18 დეკემბერი.
სალომე ვარდიაშვილმა მომხმარებელთა უფლებებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტარიფების გაანგარიშების პროცესში მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირება და მეტი პროფესიონალის ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებიდან.
შეგახსენებთ, რომ ენერგოომბუდსმენის ინიციატივით საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.