შეხვედრა ქ. ბათუმში

26 სექტემბერი, 2019
http://pdci.ge/res/images/images/2019092613592398782.JPG
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და აჭარის რეგიონული წარმომადგენელი ბექა სიორდია ქ. ბათუმის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელიც ენერგოომბუდსმენის სამსახურის ინიციატივით დაორგანიზდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორი მარიკა გვიანიძე.
უკანასკნელ პერიოდში მასობრივად მოგვმართავენ მოქალაქეები, რომლებიც კომპანია ბათუმის წყლის ქვითრებში ასახულ ხანდაზმულ დავალიანებებს აპროტესტებენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სრულყოფილ კონსულტაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში მოქალაქეთა განცხადებები, ასევე, წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახმარებით.
შპს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელობამ ენერგოომბუდსმენის სამსახურთან თანამშრომლობის მზადყოფნა დააფიქსირა.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის საკითხებს. საზოგადოებრივმა დამცველმა მოისმინა მიმდინარე პრობლემები და ამომწურავი პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებს.
ენერგოომბუდსმენის აპარატი მოუწოდებს ბათუმის მოსახლეობას აქტიურობისკენ, რათა დროულად წარმოადგინონ განცხადებები შპს „ბათუმის წყლის“ მიმართ არსებული ხანდაზმული (ძველი) დავალიანებების ჩამოწერის თაობაზე.
განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია:
• ქ. ბათუმის ოფისში - დუმბაძის ქუჩა #10
• ელექტრონულად - mail@pdci.ge
• Facebook - ენერგოომბუდსმენი/Energy Ombudsman
• ქ. ბათუმის მერიაში და ადგილობრივ ტერიტორიულ ორგანოებში.