აქცია ''მოძრავი ოფისი'' ყვარლის მუნიციპალიტეტში
13 სექტემბერი, 2019
ენერგოომბუდსმენის აპარატის დაანონსებული აქცია ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში გაგრძელდა. მანამდე კი სალომე ვარდიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ სესიაშვილთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე გივი ზაუტაშვილი და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს საზოგადოებრივი დამცველის კომპეტენციაზე, არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც ენერგეტიკის სექტორშია. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებისგან მოისმინა ყველა ის ძირითადი პრობლემა, რომლებიც სოფლების წინაშე დგას ამ კუთხით.
„მოძრავი ოფისი“ სოფელ შილდაში დღის ბოლომდე მიმდინარეობდა. ენერგოომბუდსმენმა პირადად გაუწია კონსულტაციები დაინტერესებულ მოქალაქეებს. აგრეთვე, საზოგადოებრივი ცენტრის შენობის ფასადზე გაიკრა ენერგოომბუდსმენის სამსახურის პლაკატი.
შეგახსენებთ, რომ აქცია „მოძრავი ოფისი“ წლის ბოლომდე კიდევ ბევრ რეგიონს მოიცავს, რომელიც საზოგადოებისთვის წინასწარ იქნება ცნობილი.