აქცია „მოძრავი ოფისი“ დაბა ფასანაურში
30 ივლისი, 2019
მორიგი შეხვედრა აქცია „მოძრავი ოფისის“ ფარგლებში დაბა ფასანაურში შედგა.
ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა მოქალაქეები ფასანაურის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში მიიღო.
მომხმარებლებმა ინდივიდუალური განცხადებები წარმოადგინეს. გარდა ამისა, სალომე ვარდიაშვილი დაინეტრერესეულ მოქალაქეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელებს ენერგოკომპანიებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ესაუბრა.
მომხმარებლებმა ძირითად პრობლემად დაასახელეს წყლის დაბინძურების საკითხი. ელექტროენერგეტიკის მიმართულებით მომსახურების ხშირი შეწყვეტა და ძაბვის ცვალებადობა.
ზოგადი პრობლემების შესახებ საკითხები განიხილება შესაბის ენერგოკომპანიასთან, ხოლო მოძრავი ოფისის აქცია აქტიურად გაგრძელდება სხვადასხვა რეგიონებში.