17 ივლისის საჯარო სხდომის შედეგი
17 ივლისი, 2019
შუამდგომლობა სემეკის 2019 წლის 17 ივლისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ ხანდაზმული და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის და კორექტირების შესახებ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებისთვის პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოწერილმა და დაკორექტირებულმა თანხამ 50204.53 ლარი შეადგინა.