ენერგოომბუდსმენის აქცია „მოძრავი ოფისი“ აჭარის რეგიონში გაგრძელდა.

3 ივლისი, 2019
http://pdci.ge/res/images/images/201907031739295831.JPG


სალომე ვარდიაშვილი და მისი რეგიონული წარმომადგენელი ბექა სიორდია მიმდინარე კვირას ქ. ბათუმის ოფისში იღებდნენ მოქალაქეებს, ხოლო დღეს, 3 ივლისს სამსახურმა საქმიანობა შუახევის მუნიციპალიტეტში გააგრძელა.
საზოგადოებრივმა დამცველმა საინფორმაციო ბროშურები გაავრცელა და შუახევის საზოგადოებრივ ცენტრში შეხვდა მოქალაქეებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს.
ენერგოომბუდსმენისა და მისი სამსახურის ფუნქციების გაცნობის მიზნით, საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, რომელმაც სალომე ვარდიაშვილთან ერთად განიხილა რეგიონში ელექტროენერგეტიკის მიმართულებით არსებული პრობლემები. აგრეთვე, დაიგეგმა შეხვედრა ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებთან, რომლებიც გაავრცელებენ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობისთვის.
აქცია „მოძრავი ოფისი“ გრძელდება და უახლოესი აქტივობა ჩატარდება მცხეთა-მთიანეთის მიმართულებით.