აქცია ''გაუფრთხილდი სიცოცხლეს''

27 ივნისი, 2019
http://pdci.ge/res/images/images/2019062719471826525.jpg

დაიწყო უსაფრთხოების კამპანია ,, გაუფრთხილდი სიცოცხლეს"
კამპანიის ფარგლებში პირველი აქცია ავჭალისა და ზაჰესის მოსახლეობისთვის გაიმართა.
აქციის ფარგლებში, მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურები გადაეცა, სადაც მითითებულია მინიმალური რჩევები და რეკომენდაციები გაზის დანადგარების ექსპლუატაციისა და გაზით გამოწვეული საშიშროების პრევენციის შესახებ.
აქციას ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და თბილისის გაზმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აქცია კარდაკარის პრინციპით განხორციელდა და მოქალაქეები აქტიურად ჩაერთვნენ ინფორმაციის გავრცელებაში, რაც მეტად მნიშვნელოვანია ბუნებრივი გაზის მოხმარებით გამოწვეული რისკების თავიდან ასაცილებლად.
შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში ენერგოომბუდსმენის აპარატი საგანმანათლებლო აქციას განახორციელებს თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში ადგილობრივი თვითმმართევლობის წარმომადგენელთა მონაწილეობით.