2019 წლის 14 ივნისის სხდომის შეგედი
14 ივნისი, 2019
ენერგოომბუდსმენის სამსახურის მიერ წარდგენილი 4 შუამდგომლობა სემეკის 2019 წლის 14 ივნისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისს“ მიმართ ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერისა და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიმართ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებისთვის პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოწერილმა და დაკორექტირებულმა თანხამ 3350.1 ლარი შეადგინა.