მოწყვლადი მომხმარებლები

17 მაისი, 2019
http://pdci.ge/res/images/images/2019051716190672485.jpg
მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის უზრუნვლსაყოფად დღეს პირველი გაფართოებული შეხვედრა შედგა ენერგოომბუდსმენის, USAID_ის ენერგეტიკული პროგრამის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის და ენერგეტიკის სექტორში ლიცენზიის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები.
სალომე ვარდიაშვილმა ფართო აუდიტორიას გააცნო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში. ასევე მოისმინა და თავისი წინადადებები დააფიქსირა მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის გარდამავალი გეგმის დასახვეწად.
ღონისძიება მიზნად ისახავდა უფლებამოსილი სტრუქტურების, სახელმწიფო ინსტიტუციების, დაინტერესებული მხარეების და დონორი ორგანიზაციების ჩართულობას მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის გარდამავალი გეგმის შემუშავებაში, რაც საფუძვლად დაედება ამ ორგანიზაციების კოორდინირებულ მუშაობას და დაცვითი სტრატეგიის შემუშავებას.
ენერგოომბუდსმენის აპარატი გააგრძელებს აქტიურ მუშაობას მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების დასაცავად.