2019 წლის 19 აპრილის სხდომის შედეგი

19 აპრილი, 2019
http://pdci.ge/res/images/images/2019041915065515933.jpg

ენერგოომბუდსმენის სამსახურის მიერ წარდგენილი 47 შუამდგომლობა სემეკის 2019 წლის 19 აპრილის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ მიმართ ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერის შესახებ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოეწერათ თანხა 76 049.70 ლარის ოდენობით.