15 მარტის კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა ქ. რუსთავში შედგა
22 მარტი, 2019
15 მარტის კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა ქ. რუსთავში №21 საჯარო სკოლაში შედგა.
ენერგოომბუდსმენი სკოლის მასწავლებლებს, უფროსი კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს ენერგეტიკის სექტორის მომხმარებლების უფლებებზე ესაუბრა.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ენერგოომბუდსმენმა ამომწურავი პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებს.