15 მარტის კვირეული ქ.წნორში

20 მარტი, 2019
http://pdci.ge/res/images/images/2019032011544813690.JPG

15 მარტის კვირეული ქ.წნორში ,,ცოდნის კაფეში“ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრით დაიწყო, რომელსაც ადგილობრივი თვითთმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მოქალაქეებმა ენერგოომბუდსმენთან ერთად განიხილეს პრობლემური საკითხები, აგრეთვე გასული წლების საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. 
შეხვედრა სოფელ ნუკრიანში სათემო კავშირი ,,ნუკრიანის სახელოსნოების“ შენობაში გაგრძელდა, სადაც საზოგადოებრივმა დამცველმა მომხმარებლების ინდივიდუალური პრეტენზიები მოისმინა, ხოლო უკვე განხორციელებული ქმედებებისთვის და მოგვარებული პრობლემისთვის მადლობაც მიიღო. 
ენერგოომბუდსმენის 15 მარტის კვირეულის აქტივობები მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება. შეხვედრაზე მოსმენილი ინფორმაციის გაანალიზება და პრობლემების გადაჭრის გზები განიხილება შესაბამის ენერგოკომპანიებთან ერთად.