შეხვედრა თელასთან

5 მარტი, 2019
http://pdci.ge/res/images/images/2019030518112190377.jpg

ენერგოომბუდსმენის სამსახურში მასობრივად დაფიქსირდა ქ. თბილისში იოსელიანისა და ბალანჩივაძის ქუჩებზე (საბურთალო) მდებარე რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებლების პრეტენზიები თებერვლის თვეში ელექტროენერგიის მკვეთრად გაზრდილ ხარჯთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ა/წლის 5 მარტს გაიმართა სამუშაო შეხვედრა სს „თელასისა“ და მომხმარებელთა ინტერესების დამცველის სამსახურის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იყო ზემოხსენებული პრობლემა.
კომპანია მზად არის თითოეული მომხმარებლის საკითხი შეისწავლოს ინდივიდუალურად - შემოწმდება ქსელი და აღრიცხვის კვანძები. ამასთან, თითოეული სადაო საკითხის გადაწყვეტამდე მომსახურება არ შეუწყდება არცერთ მათგანს.