2019 წლის 22 თებერვლის სხდომის შედეგი
22 თებერვალი, 2019
ენერგოომბუდსმენის სამსახურის მიერ წარდგენილი 131 შუამდგომლობა სემეკის 2019 წლის 22 თებერვლის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ ხანდაზმული და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის და კორექტირების შესახებ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა 25 945,51 ლარის ოდენობით.