ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის (NEON) შეხვედრა

20 თებერვალი, 2019
http://pdci.ge/res/images/images/2019022012224378543.jpg
ეროვნული ენერგოომბუდსმენების გაერთიანების (NEON) მორიგი გენერალური შეხვედრა 19 თებერვალს ქ. რომში გაიმართა, რომელსაც სალომე ვარდიაშვილი დაესწრო. დღის წესრიგში წარმოდგენილი საკითხებიდან მნიშვნელოვანი იყო ახალი მენეჯმენტის არჩევის საკითხი.
ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის (NEON) პრეზიდენტი ქვეყანა პოლონეთი გახდა, რომელსაც ენერგოომბუდსმენი იანუშ გვიაზდოვსკი წარმოადგენს, მან ამ თანამდებობაზე ბრიტანეთი ჩაანაცვლა. ვიცე-პრეზიდენტი -იტალია გახდა, ხოლო ხაზინადარი-ბელგია. კოლეგებმა წარმოდგენილ კანდიდატურებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე პრობლემატური თემები. სალომე ვარდიაშვილმა ვრცლად ისაუბრა გაზის სექტორში არსებულ ვითარებაზე და კოლეგებისგან ევროპულ ქვეყნებში დამკვიდრებული რეგულაციების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო. გარდა ამისა, სალომე ვარდიაშვილი 2 დღის განმავლობაში დაესწრება სპეციალურ სემინარს, რომელსაც მაღალკვალიფიციური ტრენერები გაუძღვებიან.