2019 წლის 8 თებერვლის სხდომის შედეგი
8 თებერვალი, 2019
ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 154 შუამდგომლობა სემეკის 2019 წლის 8 თებერვლის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს“სოკარ ჯორჯია გაზის“, შპს "რუსთავის წყლის" შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და შპს „ბათუმის წყლის“ ხანდაზმული და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის და კორექტირების შესახებ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობების საფუძველზე მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ და ჩამოეწერათ თანხა 33 123.11ლარის ოდენობით.