ენერგოომბუდსმენის რეკომენდაცია შპს ''სოკარ ჯორჯია გაზს''
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი 4 თებერვალს მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაფეტვრებში გაზმომარაგების მხრივ შექმნილ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება მე-3 დღეა შეწყვეტილი აქვს ადგილობრივ მოსახლეობას. მათივე განმარტებით, გზის სარემონტო სამუშაოების წარმოების დროს, რომელიც მძიმე ტექნიკით ხორციელდებოდა, დაზიანდა კომპანიის ბუნებრივი გაზის ცენტრალური მილი. საზოგადოებრივი დამცველის ვიზიტის დროს, დასახლებაში სოკარის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ და გაზის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები არ მიმდინარეობდა. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია, ვალდებულია ყოველმხრივ იზრუნოს აბონენტების უწყვეტი, უსაფრთხო და კეთილსაიმედო მომსახურებაზე, რის გამოც ენერგოომბუდსმენი, რეკომენდაციით მიმართავს შპს "სოკარ ჯორჯია გაზს", დაუყოვნებლივ დაიწყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება სოფელ ნაფეტვრებში გაზის მიწოდების აღდგენისთვის. ენერგოომბუდსმენის აპარატის ყურადღებით დააკვირდება სამუშაოების წარმოების პროცესს.